სიახლე

ადვოკატის განცხადებით, მაისურზე დატანილი წარწერის გამო 69 წლის შოთა ოდიშვილს 15-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს

მედიაცენტრი

ადვოკატის განცხადებით, სასამართლომ მაისურზე დატანილი წარწერის გამო, 69 წლის შოთა ოდიშვილს 15 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ნინო ენუქიძემ 25 აგვისტოს გამოაცხადა. ოდიშვილი ახლა გურჯაანის იზოლატორშია მოთავსებული. როგორც მისმა ადვოკატმა აღნიშნა, ოდიშვილს ორი ბრალი აქვს წარდგენილი და გამოძიება მას მაისურზე დატანილი წარწერის გარდა, პოლიციელების შეურაცხყოფასაც ედავება, თუმცა, როგორც ადვოკატმა განმარტა, ბრალდების მხარეს ოდიშვილის მხრიდან პოლიციელების შეურაცხყოფის დამადასტურებელი მტკიცებულებები არ გააჩნია. The post ადვოკატის განცხადებით, მაისურზე დატანილი წარწერის გამო 69 წლის შოთა ოდიშვილს 15-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი