სწრაფი ჩარიცხვის აპარატის ქურდობის მცდელობისთვის 4 ადამიანი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯგუფურად ჩადენილი ქურდობის მცდელობის ფაქტზე ოთხი ადამიანი ცხელ კვალზე დააკავეს. ,,გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულებმა დიდი ოდენობით თანხის უკანონოდ დაუფლების მიზნით, თბილისში, სწრაფი ჩარიცხვის აპარატის მოპარვა და ადგილიდან ავტომობილით მიმალვა სცადეს, თუმცა განზრახვა სისრულეში ვერ მოიყვანეს. სამართალდამცველებმა ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, ოთხივე მათგანი ბრალდებულის სახით, შემთხვევის ადგილის სიახლოვეს დააკავეს” – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში. უწყების ცნობით, პოლიციამ ნაქურდალი აპარატი, აპარატში არსებული 4000-მდე ლარი და ქურდობის მცდელობისას გამოყენებული ხელსაწყოები ნივთმტკიცებად ამოიღო. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-177-ე მუხლით… The post სწრაფი ჩარიცხვის აპარატის ქურდობის მცდელობისთვის 4 ადამიანი დააკავეს appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →