შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის (NAEC) ცნობით, 2026 წელს ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე, პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლის გაგრძელების უფლება 3 141-მა აბიტურიენტმა მოიპოვა.
NAEC-ის მიერ დღეს, 25 აგვისტოს გამოქვეყნებული ინფორმაცით, მათგან 1 322 გამოსაცდელი სახელმწიფო პროფესიულ სასწავლებელში, ხოლო 1 819 კერძო პროფესიულ სასწავლებელში ჩაირიცხა.
2026 წელს, უმაღლეს და პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის უფლება, საერთო ჯამში, 34 150-მა აბიტურიენტმა მოიპოვა.
შეგახსენებთ, რომ უმაღლესი განათლების რეფორმის ფარგლებში, წელს აბიტურიენტებს ჰქონდათ შესაძლებლობა, მათთვის სასურველი რაოდენობის უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებთან ერთად, პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამებიც აერჩიათ.
The post 2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით, 3 141 აბიტურიენტი პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩაირიცხა appeared first on ODISHINEWS.