ირანთან ვაჭრობის გამო ჩინეთის ,,დასჯას“ შედეგები მოჰყვება – ჩინეთი აშშ-ს აფრთხილებს
ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი ლინ ძიანი აშშ-ის მიერ ირანის წინააღმდეგ დაანონსებულ მკაცრ ეკონომიკურ ზომებს გამოეხმაურა და ვაშინგტონი გააფრთხილა, რომ ირანთან ვაჭრობის გამო ჩინეთის „დასჯის“ მცდელობას შესაბამისი შედეგები მოჰყვება. პრესსპიკერის თქმით, სანქციები და ზეწოლის ტაქტიკა პრობლემების მოგვარებას არ უწყობს ხელს და მხოლოდ ვითარების ესკალაციას იწვევს. „ჩინეთი მოუწოდებს მხარეებს, იმოქმედონ რაციონალურად და თავშეკავებულად და თავი აარიდონ ნებისმიერი ზომის მიღებას, რამაც შეიძლება, კიდევ უფრო გაამწვავოს დაძაბულობა ან დარტყმა მიაყენოს გლობალურ ეკონომიკურ ზრდას და ფინანსურ სტაბილურობას. ჩინეთი ყურადღებით დააკვირდება შესაბამის მოვლენებს და გააკეთებს ყველაფერს, რაც აუცილებელია ჩვენი კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დასაცავად“, –… The post ირანთან ვაჭრობის გამო ჩინეთის ,,დასჯას“ შედეგები მოჰყვება – ჩინეთი აშშ-ს აფრთხილებს appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →