,,მიეცით უკრაინას ყველაფერი, რაც ამ ომის შესაჩერებლად სჭირდება“ – ზელენსკი
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ მიმართვაში ქვეყნის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის მიღწევებსა და პარტნიორების მხრიდან მხარდაჭერის გაძლიერების აუცილებლობაზე ისაუბრა. ზელენსკის თქმით, უკრაინული დრონები და საზღვაო აპარატები ეფექტურად ანადგურებენ მტრის ფლოტსა და ლოჯისტიკას, ხოლო შორი მანძილის იერიშებმა უკვე მიაღწია მოსკოვამდე, ტუაფსემდე, რიაზანამდე და სხვა წერტილებამდე. „ჩვენი სამხედრო-სამრეწველო კომპლექსი დღეს არის გიგანტი, მაგრამ ჩვენ მეტი უნდა გავაკეთოთ. ასეთი სამართლიანობა რუსეთმა უფრო მეტი უნდა ნახოს. „ფლამინგოები“ [უკრაინული რაკეტა] იშვიათი სახეობა კი არ უნდა იყოს, არამედ მასობრივი „ფრინველი“. მათ რუსეთში უნდა „გამოიზამთრონ““, – განაცხადა ზელენსკიმ. უკრაინის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ კრემლს მშვიდობა არ სურს… The post ,,მიეცით უკრაინას ყველაფერი, რაც ამ ომის შესაჩერებლად სჭირდება“ – ზელენსკი appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →