,,ყველაზე რთული პერიოდი წინ გვაქვს” – კალაძე რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციაზე
თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა, რომ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე მასშტაბური და ფუნდამენტური რეაბილიტაციის გამო, სექტემბრიდან, დაახლოებით, ორი თვის განმავლობაში დედაქალაქში გადაადგილების თვალსაზრისით რთული პერიოდი იქნება. მან მოსახლეობას შექმნილი დისკომფორტისთვის ბოდიში მოუხადა და მოთმინებისკენ მოუწოდა. „სამუშაოები, რომელსაც დღეს აქ ვახორციელებთ, არის მასშტაბური და ფუნდამენტური. ჩვენ მხოლოდ ასფალტის საფარს ვცვლით, სრულად ვაახლებთ ათწლეულების მანძილზე ხელუხლებელ ამორტიზებულ მიწისქვეშა კომუნიკაციებს და ინფრასტრუქტურას. კარგად მესმის, რომ ამ ყველაფერს თან ახლავს სერიოზული დისკომფორტი, პირველ რიგში, მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები ადამიანებისთვის – გადაადგილების პრობლემა, ხმაური, მტვერი, კომუნიკაციების დროებითი შეზღუდვა. ამის გამო, თითოეულ მათგანს, მინდა, ბოდიში მოვუხადო და განსაკუთრებული… The post ,,ყველაზე რთული პერიოდი წინ გვაქვს” – კალაძე რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციაზე appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →