სეულმა ფხენიანის მიერ რაკეტების გაშვება დაგმო
სამხრეთ კორეის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ მკაცრად დაგმო ჩრდილოეთ კორეის მიერ ათზე მეტი მოკლე რადიუსის ბალისტიკური რაკეტის გაშვება და სამხედროებს, აშშ-თან მიმდინარე ერთობლივი სწავლებების ფონზე, სრული საბრძოლო მზადყოფნისკენ უბრძანა. ლი ჯე-მიონის ადმინისტრაციის ცნობით, ფხენიანის მიერ კორეის ნახევარკუნძულის აღმოსავლეთით განხორციელებული იერიშის შემდეგ უსაფრთხოების საგანგებო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც თავდაცვის სამინისტროსა და სამხედრო უწყებების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. „ბალისტიკური რაკეტების გაშვება მძიმე ქმედებაა, რომელიც გაერო-ს უშიშროების საბჭოს რეზოლუციებს არღვევს“, – აცხადებენ სამხრეთ კორეის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში და ფხენიანს მსგავსი პროვოკაციების დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ მოუწოდებენ. ჩრდილოეთ კორეის მიერ რაკეტების გაშვება იაპონიის მთავრობამ და სანაპირო დაცვამაც დაადასტურეს. იაპონური მედიის ცნობით, ჭურვები… The post სეულმა ფხენიანის მიერ რაკეტების გაშვება დაგმო appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →