კიევზე რუსეთის შეტევის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 12-მდე გაიზარდა
უკრაინის დედაქალაქზე რუსული ძალების მიერ განხორციელებული ბალისტიკური შეტევის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 12-მდე გაიზარდა, ხოლო დაშავებულია 34 ადამიანი. ინფორმაციას უკრაინული მედია კიევის მერზე, ვიტალი კლიჩკოზე დაყრდნობით ავრცელებს. კლიჩკოს განმარტებით, მსხვერპლის უმეტესი ნაწილი სოლომიანის რაიონზე მოდის, სადაც რუსული რაკეტა 9-სართულიან საცხოვრებელ კორპუსს მოხვდა და შენობის ზედა სართულები სრულად დაანგრია. ამავე რაიონში დაზიანდა სკოლა და ბავშვთა საავადმყოფოს შენობაც. საერთო ჯამში, 20 აგვისტოს ღამეს განხორციელებული თავდასხმის შედეგად კიევში დაზიანდა საცხოვრებელი შენობები, სამედიცინო და საგანმანათლებლო დაწესებულებები. მომხდარი ტრაგედიის გამო, უკრაინის დედაქალაქში 21 აგვისტო რუსეთის თავდასხმის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად გლოვის დღედ გამოცხადდა. The post კიევზე რუსეთის შეტევის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 12-მდე გაიზარდა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →