სააგენტო "პარალელი"
“თქვენი ასეთი სოლიდარობა და სიყვარული, ყოველდღიურად უდიდეს ენერგიას მაძლევს” – გიორგი ჩახუნაშვილი
ცნობილი პედიატრი, აკადემიკოსი გიორგი (გოგა) ჩახუნაშვილი ციხიდან მორიგ ემოციურ წერილს აგზავნის, სადაც ასევე აანონსებს და განმარტავს, რომ სოციალურ ქსელში ეტაპობრივად დაიდება ორი მიმართულების ფოტოები, რომლებიც ასახავენ მისი ამ წელიწადნახევრიანი ცხოვრების ყოველდღიურობას:
“მოგესალმებით ჩემო კარგებო !ისევ და ისევ დიდი მადლობა და დიდი სიყვარულით მოკითხვა ყველას, ოჯახის წევრებს: ნინის, კოტეს, კონსტანტინეს, დავითს, ეკას, მარის, ჩემი ოჯახის დიდ სამეგობროს, კოლეგებს, ექიმებს, პედაგოგიურ პერსონალს, მეცნიერებს, პოლიტიკურ პატიმრებს, თანამებრძოლებს, ნაცნობ თუ უცნობ თანამდგომთ.
მაპატიეთ, რომ ყველას სათითაოდ ვერ გპასუხობთ და წერილებს ვერ გწერთ. იცოდეთ, რომ თქვენი ასეთი სოლიდარობა და სიყვარული, ყოველდღიურად უდიდეს ენერგიას მაძლევს.
ამ წერილთან ერთად ეტაპობრივად დაიდება ორი მიმართულების ფოტოები, რომლებიც ასახავენ ჩემს 1.5 თვიანი ცხოვრების ყოველდღიურობას:
1. სურათები N1-N36: “ღირსების ფასად დათმობილი თავისუფლება, რომელიც სიცოცხლის ფასი – სიცოცხლის ტოლფასი არ უნდა იყოს”
და
2. “მოგონებანი გარდასულ დღეთა” (სურ N1, N2, N3).
და ბოლოს:
1. “მთავარია არ გავბოროტდეთ”;
2. “ციხიდან დანახული სამყარო”;
3. “მადლიერების შეგრძნება უპირველეს ყოვლისა”;
4. “მთავარია სოლიდარობა, თანადგომა და მომავლის რწმენა”.
სწორედ ესენია გადმოცემული ამ სურათებში. როგორ შევძელი, არ ვიცი, მაგრამ შევეცადე კი.
გკოცნით, გიორგი ჩახუნაშვილი” – წერს აკადემიკოსი გლდანის ციხის, D3 საკნიდან.
“თქვენი ასეთი სოლიდარობა და სიყვარული, ყოველდღიურად უდიდეს ენერგიას მაძლევს” – გიორგი ჩახუნაშვილი
პარალელი