სიახლე

იოჰან ვადეფული ლავროვის განცხადებას „სასოწარკვეთილ აბსურდულ პროპაგანდას“ უწოდებს

მედიაცენტრი

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი იოჰან ვადეფული უკრაინის მხარდამჭერი ქვეყნების მისამართით რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებას ეხმაურება. „უკრაინის წინააღმდეგ წარმოებული წარუმატებელი დამპყრობლური ომის გამო რუსეთში სულ უფრო მძაფრი ეკონომიკური და სოციალური შედეგების ფონზე, კრემლი სასოწარკვეთილად ცდილობს, მუქარებისა და დეზინფორმაციის გზით ზეწოლა მოახდინოს უკრაინის საერთაშორისო მხარდამჭერებზე. რუსეთის არცერთი აქტივობა არ იქნება წარმატებული. ყოველთვის ვიპოვით სწორ პასუხებს. ჩვენ ევროპული ერთიანობის დემონსტრირებას ვახდენთ“, – აღნიშნა გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა. ცნობისთვის, სერგეი ლავროვმა მანამდე განაცხადა, რომ მოსკოვი გაამკაცრებდა მეთოდებს, „რათა გაანადგუროს ყველაფერი, რაც კიევის სამხედრო მანქანას დასავლეთიდან კვებავს“. The post იოჰან ვადეფული ლავროვის განცხადებას „სასოწარკვეთილ აბსურდულ პროპაგანდას“ უწოდებს appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი