სიახლე

“პრობლემები თავის ტვინზე უფიქსირდება” – როგორია ახალშობილის მდგომარეობა ,რომელიც სანიტარმა საპირფარეშოში გააჩინა და შემდეგ მკვლელობა სცადა

MegaTV

ბათუმში მდებარე „კლინიკა მედინას“ ინფორმაციით, ახალშობილის მდგომარეობა, რომელიც სანიტარმა საპირფარეშოში გააჩინა და შემდეგ მკვლელობა სცადა, კვლავ მძიმედ ფასდება. კლინიკის ცნობით, ახალშობილს ძირითადი პრობლემები თავის ტვინზე უფიქსირდება. „მიუხედავად ჩატარებული მრავლობითი ქირურგიული ჩარევებისა და ინტენსიური თერაპიისა, ახალშობილის მდგომარეობა ამ ეტაპზე რჩება უკიდურესად მძიმე. პაციენტი იმყოფება რეანიმაციულ განყოფილებაში და აგრძელებს სიცოცხლის შემანარჩუნებელ მკურნალობას. პროცესში ჩართულნი არიან შესაბამისი დარგის ექსპერტები. […]

პირველწყარო →

ბათუმში მდებარე „კლინიკა მედინას“ ინფორმაციით, ახალშობილის მდგომარეობა, რომელიც სანიტარმა საპირფარეშოში გააჩინა და შემდეგ მკვლელობა სცადა, კვლავ მძიმედ ფასდება. კლინიკის ცნობით, ახალშობილს ძირითადი პრობლემები თავის ტვინზე უფიქსირდება.

„მიუხედავად ჩატარებული მრავლობითი ქირურგიული ჩარევებისა და ინტენსიური თერაპიისა, ახალშობილის მდგომარეობა ამ ეტაპზე რჩება უკიდურესად მძიმე. პაციენტი იმყოფება რეანიმაციულ განყოფილებაში და აგრძელებს სიცოცხლის შემანარჩუნებელ მკურნალობას. პროცესში ჩართულნი არიან შესაბამისი დარგის ექსპერტები. ექიმები აგრძელებენ ყველა შესაძლო ღონისძიებას პაციენტის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დასაცავად”, – აცხადებენ კლინიკაში.


მსგავსი