სიახლე

„ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების ერთი ნაწილი საკრებულოს ტოვებს“

GuriaNews

რამდენიმე წუთის წინ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოდან წასვლის თაობაზე განცხადება დეპუტატმა ტატა ბარამიძემ დაწერა. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი თათია ნიკოლაიშვილი ჩვენთან საუბრის დროს ამბობს, რომ პაატა კუნჭულიას წასვლის შემდეგ არაერთმა მისმა კადრმა დატოვა თანამდებობა და ეს პროცესი გრძელდება. „ჩემ მიერ მოპოვებული ინფორმაციით, ამ დროისთვის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების ერთი ნაწილი, რომლებიც პაატა კუნჭულიას კადრები იყვნენ, […] The post „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების ერთი ნაწილი საკრებულოს ტოვებს“ appeared first on გურია ნიუსი.

პირველწყარო →

რამდენიმე წუთის წინ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოდან წასვლის თაობაზე განცხადება დეპუტატმა ტატა ბარამიძემ დაწერა.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი თათია ნიკოლაიშვილი ჩვენთან საუბრის დროს ამბობს, რომ პაატა კუნჭულიას წასვლის შემდეგ არაერთმა მისმა კადრმა დატოვა თანამდებობა და ეს პროცესი გრძელდება.

„ჩემ მიერ მოპოვებული ინფორმაციით, ამ დროისთვის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების ერთი ნაწილი, რომლებიც პაატა კუნჭულიას კადრები იყვნენ, საკრებულოს ტოვებს“, _ გვითხრა თათია ნიკოლაიშვილმა.

რაც შეეხება ოზურგეთის მომავალ მერს, მისი თქმით, ამ ეტაპზე ფართოდ განიხილება ბიზნესმენების, ვანო ჩხარტიშვილისა და ბეგი სიორიძის კადრის, გია ანთაძის კანდიდატურა.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობას ბექა ჩხიკვიშვილი ასრულებს.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პრესსამსახურში გვითხრეს, რომ ამ დროისთვის კანცელარიაში მხოლოდ ტატა ბარამიძის განცხადებაა დარეგისტრირებული.

The post „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების ერთი ნაწილი საკრებულოს ტოვებს“ appeared first on გურია ნიუსი.


მსგავსი