,,როგორც ირაკლი ღარიბაშვილის, ისე მისი ოჯახის უსაფრთხოება არის დაცული” – ირაკლი კობახიძე
როგორც ირაკლი ღარიბაშვილის, ისე მისი ოჯახის უსაფრთხოება არის დაცული, სახელმწიფოს აქვს პასუხისმგებლობა, დაიცვას საკუთარი მოქალაქეების უსაფრთხოება და ამ შემთხვევაშიც უსაფრთხოება არის დაცული, რაზეც არის საუბარი ამ განცხადებაში, ასეთ თეორიულ რისკსაც ვერ ვხედავ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა. პრემიერმა აღნიშნა, რომ მისთვის უცნობია, რაზე საუბრობს განცხადებაში ღარიბაშვილი, თუმცა მის საქმეზე დამდგარია განაჩენი, დანარჩენი კი სამართალდამცავი უწყებების საქმეა. „ვნახე ეს განცხადება, არ ვიცი, რაზეა საუბარი. ვიცი ერთი რამ, რომ არის კონკრეტული განაჩენი დამდგარი, დანარჩენი არის მთლიანად სამართალდამცავი ორგანოების საქმე. მე საერთოდ ვერ… The post ,,როგორც ირაკლი ღარიბაშვილის, ისე მისი ოჯახის უსაფრთხოება არის დაცული” – ირაკლი კობახიძე appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →