სიახლე

აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტი კობა ფარტენაძე დააკავეს

მედიაცენტრი

აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტი კობა ფარტენაძე დაკავებულია, ამის შესახებ ინფორმაციას ადვოკატი თემურ ქავშბაია ავრცელებს. „დაკავებულია აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტი კობა ფარტენაძე. მისი დაკავება მოხდა ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე- 2 განყოფილებაში. კობას ინტერესებს დაიცავს თემურ ქავშბაიას საადვოკატო ოფისი. ამ დროისათვის ვარკვევთ თუ რა საფუძვლითა და მოტივით იქნა, ადმინისტრაციული წესით დაკავებული. ამჟამად ის მოთავსებულია ზესტაფონის წინასწარი დაკავების იზოლატორში. საზოგადოებას უახლოეს პერიოდში ვაცნობებთ საქმეზე მიღებულ გადაწყვეტილებასა და მიმდინარეობის შესახებ“, – წერს ადვოკატი. The post აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტი კობა ფარტენაძე დააკავეს appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი