,,ადრე ნავთობს ვყიდდით, ახლა კი ვეღარ ვყიდით” – ირანის პრეზიდენტი
ირანის პრეზიდენტმა, მასუდ ფეზეშქიანმა ქვეყანაში პროდუქციისა და მზა საქონლის გაძვირების მიზეზებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ომის გამო ქვეყნის ეკონომიკურმა შემოსავლებმა იკლო. „ადრე საქონელი გემით ჩამოგვქონდა, ახლა კი მათ მთელი მარშრუტის გავლა უწევთ ჩვენამდე მოსვლამდე. მზა პროდუქტის ღირებულება გაიზარდა. ჩვენი შემოსავალიც შემცირდა. ადრე ნავთობს ვყიდდით, ახლა კი ვეღარ ვყიდით. მათ არაერთი ქარხანა გაანადგურეს და ჩვენ მათგან გადასახადების აკრეფას იგივე გზით ვერ ვახერხებთ“, – აღნიშნა ირანის პრეზიდენტმა. ფეზეშქიანის თქმით, შექმნილი ვითარების გამო ხელისუფლება იძულებულია არა მხოლოდ გადასახადების შეგროვებაზე თქვას უარი, არამედ საწარმოებს ფინანსური დახმარებაც გაუწიოს, რათა მათ ფუნქციონირება განაგრძონ. The post ,,ადრე ნავთობს ვყიდდით, ახლა კი ვეღარ ვყიდით” – ირანის პრეზიდენტი appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →