სიახლე

უხვმა ნალექმა თბილისის რამდენიმე რაიონში პრობლემები შექმნა

მედიაცენტრი

14 აგვისტოს მოსულმა უხვმა ნალექმა თბილისში, განსაკუთრებით კი ჩუღურეთის, ვაკის, კრწანისისა და მთაწმინდის რაიონებში, მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. დატბორილია საცხოვრებელი სახლები, სარდაფები და კომერციული ფართები. წვიმის გამო, ორთაჭალაში, თაბორის მთის ქუჩაზე საავტომობილო გზა დაზიანებულია. უხვი ნალექის გამო რამდენიმე ლოკაციაზე გრუნტი და მიწის მასა ჩამოიშალა: ბახტრიონის ქუჩაზე ავტომობილები მოყოლილია ფერდიდან ჩამოშლილი მიწის ნაშალში. კუკიაზე გრუნტი ჩამოიშალა, ერთ-ერთ ქუჩაზე ამის გამო მოძრაობა შეფერხებული იყო. ნალექმა პრობლემები შეუქმნა საზოდოებრივ ტრანსპორტსაც. დაიტბორა მეტროსადგურები „რუსთაველი“ და „ვაჟა-ფშაველა“. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისა და მუნიციპალური სამსახურების ჯგუფები, წყლის ამოტუმბვითა და გაწმენდითი სამუშაოებით არიან დაკავებულნი. The post უხვმა ნალექმა თბილისის რამდენიმე რაიონში პრობლემები შექმნა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი