სიახლე
ინდონეზიაში 7.7 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა
მედიაცენტრი
ინდონეზიაში, აღმოსავლეთ ნუსა-ტენგარას პროვინციის კუნძულ ფლორესზე, 7.7 მაგნიტუდის სიმძლავრის ძლიერი მიწისძვრა მოხდა. პროვინციის გუბერნატორის, ემანუელ მელკიადეს ლაკა ლენას განცხადებით, სტიქიას, სულ მცირე, 5 ადამიანი ემსხვერპლა. მიწისძვრის შემდეგ ადგილობრივმა ხელისუფლებამ ცუნამის საფრთხის შესახებ გაფრთხილება გამოსცა, თუმცა მოგვიანებით განგაში გააუქმა. მიწისძვრამ კუნძულ ფლორესზე სერიოზული ნგრევა გამოიწვია – დაზიანებულია საცხოვრებელი სახლები, სამთავრობო შენობები, სკოლები, სამედიცინო და რელიგიური დაწესებულებები. The post ინდონეზიაში 7.7 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის.
გახსენი პირველწყარო.