სიახლე

“ქართული საკლუბო ფეხბურთის კოლაფსში მთავარი დამნაშავე ხელისუფლებაა” – რომან გოცირიძე

პარალელი

სააგენტო "პარალელი" “ქართული საკლუბო ფეხბურთის კოლაფსში მთავარი დამნაშავე ხელისუფლებაა” – რომან გოცირიძე საფეხბურთო კლუბ „იბერია 1999“-ის ევროპის საკლუბო პირველობის ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრას ეხმაურება და საკითხს ფინანსურ ჭრილში განიხილავს პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, ეკონომისტი რომან გოცირიძე: “საფეხბურთო კლუბ „იბერია 1999“-ის გუშინდელი გამარჯვებით ქართული კლუბი 22 წლის შემდეგ პირველად მოხვდა ევროპის საკლუბო პირველობის ჯგუფურ ეტაპზე. მიუხედავად იმისა, რომ იგი ყველაზე სუსტ-კონფერენს ლიგაზე ითამაშებს, ეს მოვლენა […] “ქართული საკლუბო ფეხბურთის კოლაფსში მთავარი დამნაშავე ხელისუფლებაა” – რომან გოცირიძე პარალელი

პირველწყარო →

სააგენტო "პარალელი"
“ქართული საკლუბო ფეხბურთის კოლაფსში მთავარი დამნაშავე ხელისუფლებაა” – რომან გოცირიძე

საფეხბურთო კლუბ „იბერია 1999“-ის ევროპის საკლუბო პირველობის ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრას ეხმაურება და საკითხს ფინანსურ ჭრილში განიხილავს პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, ეკონომისტი რომან გოცირიძე:

“საფეხბურთო კლუბ „იბერია 1999“-ის გუშინდელი გამარჯვებით ქართული კლუბი 22 წლის შემდეგ პირველად მოხვდა ევროპის საკლუბო პირველობის ჯგუფურ ეტაპზე. მიუხედავად იმისა, რომ იგი ყველაზე სუსტ-კონფერენს ლიგაზე ითამაშებს, ეს მოვლენა მაინც აღსანიშნავია.

უკანასკნელ წლებში, რომლებიც „ქართული ოცნების“ კორუფციულ მმართველობას დაემთხვა, ქართულმა საკლუბო ფეხბურთმა კატასტროფული დეგრადაცია განიცადა. ევროპის საკლუბო რეიტინგში 55 ქვეყანას შორის საქართველო 53-ე ადგილამდე დაქვეითდა. მას „ჯუჯა-სახელმწიფოებმაც“ კი გადაუსწრეს. მაგალითად, 2012 წელს საქართველოს ამ რეიტინგში 31-ე ადგილი ეკავა და ბევრად უსწრებდა აზერბაიჯანსა და სომხეთს. სომხეთი მაშინ სულაც 50-ე ადგილზე იყო. იმის შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა-კატასტროფულად ჩვენთვის და სასიკეთოდ ჩვენი მეზობლებისთვის.

მოდით, შევხედოთ ამ მოვლენას ფინანსური თვალით, რათა უფრო ნათლად დავინახოთ შექმნილი სურათი.

კონფერენს ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრით „იბერიამ“ 3.5 მილიონი ევრო გამოიმუშავა. ეს ძალიან დიდი ფულია ქართული საკლუბო ფეხბურთისთვის. ეს თანხა შეიძლება კიდევ გაიზარდოს, რადგან ჯგუფში თითოეულ გამარჯვებას ან ფრეს დამატებითი შემოსავალი მოაქვს.

შევადაროთ ბოლო ოცი წლის განმავლობაში ევროტურნირების ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრის შედეგად მიღებული შემოსავლები ჩვენი მეზობელი ქვეყნების-აზერბაიჯანისა და სომხეთის კლუბების მიერ გამომუშავებულ თანხებს:

-აზერბაიჯანი ამ პერიოდში 14-ჯერ გავიდა ჯგუფურ ეტაპზე, მათ შორის ჩემპიონთა ლიგასა და ევროპის ლიგაში და გამოიმუშავა 125 მილიონი ევრო.

-სომხეთი 3-ჯერ გავიდა ევროტურნირების ჯგუფურ ეტაპზე და მიიღო 14 მილიონი ევრო.
-საქართველო ამავე პერიოდში ძირითად ეტაპზე არ გასულა და, შესაბამისად, ნული ევრო გამოიმუშავა. და ეს მაშინ, როცა ფარერების, ლიხტენშტაინისა და გიბრალტარის კლუბებიც კი პერიოდულად თამაშობდნენ.

ქართული საკლუბო ფეხბურთის კოლაფსში მთავარი დამნაშავე ხელისუფლებაა, რომელიც ფეხბურთის ფედერაციასა და ზოგადად სპორტულ ფედერაციებს თავის პოლიტიკურ დანამატად განიხილავს. მათთვის დეპუტატების კვოტებიც კი აქვთ გამოყოფილი პარლამენტში. ბოლო 10 წლის განმავლობაში მხოლოდ სახელმწიფო ბიუჯეტიდან ე.წ. ფეხბურთის განვითარების ფონდზე გამოიყო 310 მილიონი ლარი. განვითარების ნაცვლად, როგორც ვხედათ, სრული დეგრადაცია მივიღეთ-ეს ფული წყალში გადაყრილი აღმოჩნდა.

გუშინ საფეხბურთო კლუბმა „იბერიამ“ ძალიან გაგვახარა-თითქმის მეოთხედი საუკუნის შემდეგ შემდგომ ეტაპზე გავიდა.

რა ცოტა რამ უნდა, თურმე, გულშემატკივრების გახარებას“, – წერს რომან გოცირიძე.

“ქართული საკლუბო ფეხბურთის კოლაფსში მთავარი დამნაშავე ხელისუფლებაა” – რომან გოცირიძე
პარალელი


მსგავსი