,,პოლონეთში რუსეთის მოქალაქე დააკავეს, რომელიც რუსეთის დაკვეთით, აშშ-ისა და უკრაინის მოქალაქის მკვლელობას გეგმავდა” – ტუსკი
პოლონეთის პრემიერ-მინისტრის, დონალდ ტუსკის განცხადებით, პოლონეთში რუსეთის მოქალაქე დააკავეს, რომელიც რუსეთის დაკვეთით, აშშ-ისა და უკრაინის მოქალაქის მკვლელობას გეგმავდა. „უფლება არ მაქვს სახელები გავამხილო, მაგრამ ეს პირველი მსგავსი სიტუაციაა, როდესაც ვიღაცამ რუსეთის დაკვეთით გადაწყვიტა ამერიკის მოქალაქის მკვლელობა ნატოს სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე, კონკრეტულად კი პოლონეთში, ვარშავაში“, – განაცხადა ტუსკმა. მისი თქმით, რუსეთის მოქალაქე 7 აგვისტოს დააკავეს. ტუსკს პიროვნების სახელი არ გაუმხელია, ვის მოკვლასაც რუსეთი ცდილობდა, მაგრამ აღნიშნა, რომ ეს ადამიანი „უსიამოვნო იყო პუტინის რეჟიმის თვალსაზრისით“. „სამწუხაროდ, იქიდან უნდა ამოვდიოდეთ, რომ პუტინის რეჟიმი ეცდება ხალხის ლიკვიდაციას, ვინც უსიამოვნო არიან მათთვის სხვადასხვა მიზეზებით, მსოფლიოს… The post ,,პოლონეთში რუსეთის მოქალაქე დააკავეს, რომელიც რუსეთის დაკვეთით, აშშ-ისა და უკრაინის მოქალაქის მკვლელობას გეგმავდა” – ტუსკი appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →