პროკურატურამ „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირისთვის 6 ადამიანს ბრალი წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ „ქურდული სამყაროს“ წევრობის, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის და „ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვის ფაქტებზე 6 ადამიანს ბრალდება წარუდგინა. ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტში ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ „ქურდული სამყაროს“ წევრები, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერაში ბრალდებულ პირთან ერთად, „ქურდული გარჩევების“, საკუთარი კრიმინალური გავლენის და სხვა უკანონო ქმედებების გამოყენებით აქტიურად მონაწილეობდნენ „ქურდული სამყაროს“ მართვასა და ორგანიზებაში. უკანონო „ქურდული გარჩევების“ შედეგად მიღებული გადაწყვეტილებები, მიმართული იყო ბრალდებულების ძალაუფლებისა და კრიმინალური გავლენების განმტკიცებისა, სარგებლის და უპირატესობის მიღებისკენ” – ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. სამართალდამცველებმა 4 ადამიანი დააკავეს, 1 ადამიანს ბრალდება დაუსწრებლად, ხოლო… The post პროკურატურამ „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირისთვის 6 ადამიანს ბრალი წარუდგინა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →