სიახლე

ოდესის ოლქში რუსული დრონი სამგზავრო მატარებელს დაეჯახა

მედიაცენტრი

ოდესის ოლქში რუსული რეაქტიული ტიპის უპილოტო საფრენი აპარატი სამგზავრო მატარებლის ლოკომოტივს დაეჯახა, რასაც მატარებლის მემანქანე და მისი თანაშემწე ემსხვერპლნენ. უკრაინული მედიის ცნობით, იერიშის სამიზნე ოდესა-დნიპროს მიმართულებით მოძრავი მატარებელი გახდა. თავდასხმის მომენტში შემადგენლობა სადგურზე შედიოდა, რათა საჰაერო განგაშის გამო მგზავრებს ვაგონების დატოვება შეძლებოდათ. „მიუხედავად საფრთხისა, ლოკომოტივის ეკიპაჟი აგრძელებდა მატარებლის მართვას, რათა 340 მგზავრს ვაგონების უსაფრთხოდ დატოვების შესაძლებლობა ჰქონოდათ“, – ნათქვამია „უკრაინის რკინიგზის“ ოფიციალურ განცხადებაში. The post ოდესის ოლქში რუსული დრონი სამგზავრო მატარებელს დაეჯახა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი