სიახლე

გომის მთაზე ავარიისას დაშავებული 11 ადამიანი ბათუმის კლინიკაში გადაიყვანეს

მედიაცენტრი

გომის მთაზე მომხდარი მძიმე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული 11 ადამიანი ბათუმის რესპუბლიკურ კლინიკურ საავადმყოფოშია გადაყვანილი. ექიმის განცხადებით, ჰოსპიტალიზებულებს შორის 6 პედიატრიული ასაკის პაციენტია, ხოლო 5 – მოზრდილი. მისივე თქმით, 2 დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა შედარებით მძიმეა და ამ ეტაპზე მათ დამატებითი გამოკვლევები უტარდებათ. გასულ ღამეს გომის მთაზე ტურისტების მიკროავტობუსი ხრამში გადავარდა, რასაც 4 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მიკროავტობუსს საქართველოს მოქალაქე მართავდა, რომლის სიცოცხლესაც საფრთხე არ ემუქრება. The post გომის მთაზე ავარიისას დაშავებული 11 ადამიანი ბათუმის კლინიკაში გადაიყვანეს appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი