სიახლე

არაგვის ხიდზე სატვირთოების მოძრაობა ერთი მიმართულებით დროებით ალტერნატიულ მარშრუტზე გადაერთვება

მედიაცენტრი

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 26-ე კილომეტრზე, მდინარე არაგვზე არსებულ ხიდზე, პრევენციული ღონისძიების ფარგლებში, დასავლეთიდან აღმოსავლეთის მიმართულებით მოძრავი სატვირთო ავტომობილების მოძრაობა დროებით ალტერნატიულ მარშრუტზე გადაერთვება. აღნიშნულ მონაკვეთზე, განსაკუთრებით სეზონურად, ავტოტრანსპორტის მაღალი ინტენსივობა ფიქსირდება. მაღალი დატვირთვის პირობებში ხიდის სავალ ნაწილზე დროთა განმავლობაში წარმოიქმნება დაზიანებები, რომელთა აღმოფხვრაც პერიოდულ შეკეთებას საჭიროებს. მსგავსი სამუშაოების ჩატარება მოძრაობის ნაწილობრივ შეზღუდვას და შესაბამისად, სატრანსპორტო ნაკადის შეფერხებას იწვევს. მსგავსი სამუშაოების საჭიროებისა და მოძრაობის შესაძლო შეფერხებების პრევენციის მიზნით, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, დასავლეთიდან აღმოსავლეთის მიმართულებით მოძრავი სატვირთო ავტოტრანსპორტი დროებით ალტერნატიული მარშრუტით გადაადგილდეს. მიმდინარე… The post არაგვის ხიდზე სატვირთოების მოძრაობა ე…

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი