პროკურატურამ, უკანონო სამეწარმეო საქმიანობის ფაქტზე, ერთ ადამიანს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურაცურის ინფორმაციით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ პირთა ჯგუფი, საქართველოს ეროვნულ ბანკში სავალდებულო რეგისტრაციის გარეშე, თბილისში ახორციელებდნენ ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერის საქმიანობას. ჯგუფის წევრები სისტემატურად ახდენდნენ სხვადასხვა კონვერტირებადი ვირტუალური აქტივის ურთიერთგაცვლას ეროვნულ და უცხოურ ვალუტაში, რა დროსაც ვირტუალური აქტივის შესანახ ელექტრონულ საფულეში – კრიპტო მისამართის (Tron-ის ბლოქჩეინის) გამოყენებით, ახორციელებდნენ ვირტუალური აქტივის (USDT) კონვერტაციას და სანაცვლოდ იღებდნენ სარგებელს საკომისიოს სახით, ტრანზაქციის ღირებულების 1%-ის ოდენობით. ,,უკანონო სამეწარმეო საქმიანობის შედეგად, დანაშაულებრივი ჯგუფის მიერ 2026 წლის 16 მარტიდან – 2026 წლის 06 აგვისტოს პერიოდში მიღებულმა შემოსავალმა შეადგინა 619 419.33… The post პროკურატურამ, უკანონო სამეწარმეო საქმიანობის ფაქტზე, ერთ ადამიანს ბრალდება წარუდგინა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →