სიახლე

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ კუშჩუში სასმელი წყლის სისტემის მოწყობის პროექტი დასრულდა

რეგიონალური სიახლეები

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი დაურ ისმაილოვი სოფელ კუშჩუში დასრულებულ სამუშაოებს გაეცნო და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა. პროექტის ფარგლებში მოეწყო: 200 მეტრი სიღრმის ახალი ჭაბურღილი; 25 მ³ მოცულობის ლითონის კოშკურა-რეზერვუარი; საქლორატორო სადგური; 7 785 მეტრი სიგრძის წყალმომარაგების გამანაწილებელი ქსელი. ახალი წყალმომარაგების სისტემით 126 აბონენტი ისარგებლებს. პროექტი რეგიონული განვითარების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით განხორციელდა. სამუშაოების ჯამური ღირებულება 840...

პირველწყარო →

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი დაურ ისმაილოვი სოფელ კუშჩუში დასრულებულ სამუშაოებს გაეცნო და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.

პროექტის ფარგლებში მოეწყო:

🔹 200 მეტრი სიღრმის ახალი ჭაბურღილი;

🔹 25 მ³ მოცულობის ლითონის

კოშკურა-რეზერვუარი;

🔹 საქლორატორო სადგური;

🔹 7 785 მეტრი სიგრძის წყალმომარაგების გამანაწილებელი ქსელი.

ახალი წყალმომარაგების სისტემით 126 აბონენტი ისარგებლებს.

პროექტი რეგიონული განვითარების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით განხორციელდა. სამუშაოების ჯამური ღირებულება 840 000 ლარამდე შეადგენს.


მსგავსი