სიახლე

ალისონ ჰუკერმა სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების მოადგილეებს უმასპინძლა

მედიაცენტრი

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ პოლიტიკურ საკითხებში, ალისონ ჰუკერმა, აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, ელნურ მამედოვსა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, ვაჰან კოსტანიანს უმასპინძლა. შეხვედრა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის შუამავლობით აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის 2025 წლის 8 აგვისტოს მიღწეული ისტორიული მშვიდობის წლისთავთან დაკავშირებით გაიმართა. „მოუთმენლად ველი ჩვენი მნიშვნელოვანი სამუშაოს გაგრძელებას სამხრეთ კავკასიისთვის მშვიდობიანი და აყვავებული მომავლის უზრუნველსაყოფად, ამავდროულად, ამ მნიშვნელოვან რეგიონში ამერიკის სტრატეგიული პოზიციის გაძლიერების მიზნით“, – აღნიშნავს ალისონ ჰუკერი. The post ალისონ ჰუკერმა სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების მოადგილეებს უმასპინძლა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი