სიახლე

“ქოცებმა ხომ მარტო კორპუსების ჩადგმა იციან” – მეტრეველი

Alia

ჟურნალისტი, მერაბ მეტრეველი, ავრცელებს გამოცემა “ბათუმელების” ფოტოს, სადაც ჩანს, როგორ ჩახერგეს გონიო-კვარიათის სანაპირო და წერს: ჩახერგვა ერთია (ამ ტენდენციას აწი ვერაფერი შეაჩერებს) და რაც მეტი სასტუმრო აშენდება, მეტად გაუვალი გახდება ბათუმი-გონიოს ტრასა. შარშან გონიოდან ბათუმამდე ჩასვლას საათნახევარი, ან ორი საათი ვანდომებდი, არადა ნაკადი აქ სეზონზე სულ იმოძრავებს. ბათუმში დამსვენებლები გონიო-კვარიათისკენ მოდიან საბანაოდ, რადგან აქ უკეთესი […] The post “ქოცებმა ხომ მარტო კორპუსების ჩადგმა იციან” – მეტრეველი appeared first on .

პირველწყარო →

ჟურნალისტი, მერაბ მეტრეველი, ავრცელებს გამოცემა “ბათუმელების” ფოტოს, სადაც ჩანს, როგორ ჩახერგეს გონიო-კვარიათის სანაპირო და წერს:

ჩახერგვა ერთია (ამ ტენდენციას აწი ვერაფერი შეაჩერებს) და რაც მეტი სასტუმრო აშენდება, მეტად გაუვალი გახდება ბათუმი-გონიოს ტრასა.

შარშან გონიოდან ბათუმამდე ჩასვლას საათნახევარი, ან ორი საათი ვანდომებდი, არადა ნაკადი აქ სეზონზე სულ იმოძრავებს. ბათუმში დამსვენებლები გონიო-კვარიათისკენ მოდიან საბანაოდ, რადგან აქ უკეთესი წყალია, ხოლო გინიო-კვარიათში დამსვენებლები საღამოობით ბათუმში მიდიან გასართობად.

გონიოში რომ ის რაღაც არაბული ქალაქი აშენდება, წარმოიდგინეთ, მერე რა მოხდება!

არადა, არსებობს მარტვი გამოსავალი: საზღვაო ტრანსპორტი.

ამისთვის საჭიროა საშუალო ზომის მინიმუმ ორი კატარღა და სარფსა და გონიოში ორი პატარა ნავმისადგომის მოწყობა.

შედეგად სეზონზე
დაინიშნებოდა რეისი: სარფი-გონიო- ბათუმი – მწვანე კონცხი. მისით ის ხალხიც ისარგებლებდა, ვისაც ბათუმიდან მწვანე კონცხზე უნდა წასვლა, ან’- პირიქით. ივლიდა საათში, ან ორ საათში ერთხელ და დარწმუნებული ვარ, სულ სავსე იქნებოდა, რადგან საცობში დგომა არავის ეპიტნავება.

მაგრამ ქოცებმა ხომ მარტო კორპუსების ჩადგმა იციან.

The post “ქოცებმა ხომ მარტო კორპუსების ჩადგმა იციან” – მეტრეველი appeared first on .


მსგავსი