სიახლე

“თვეობით აუღებელი ხელფასით გადაუხდელი იპოთეკა რომ დაგიგროვდებათ და სახლს გაგიყიდიან…” – მიშა მშვილდაძე

Alia

ტელეკომპანია ფორმულას დირექტორი, მიშა მშვილდაძე, სოციალურ ქსელში, წერს: სანამ შვებულებაში ვარ, ორიოდ ბინძურ პროპაგანდისტულ არხსა და სამიოდ ბინძურ ტროლ-ბოტს რაღაც საცოდავი კამპანია წამოუწყიათ, მშვილდაძის ბინის ახალი მეპატრონე რუსიაო – ზოგადად, რა მორალზე უნდა ელაპარაკო ხალხს, ვინც პატიმრების დედებს დასცინის – ამიტომ უბრალოდ რჩევას მოგცემთ პროპაგანდის ჭანჭიკებს და გამოგადგებათ მალე საკმაოდ ეს რჩევა – თვეობით აუღებელი […] The post “თვეობით აუღებელი ხელფასით გადაუხდელი იპოთეკა რომ დაგიგროვდებათ და სახლს გაგიყიდიან…” – მიშა მშვილდაძე appeared first on .

პირველწყარო →

ტელეკომპანია ფორმულას დირექტორი, მიშა მშვილდაძე, სოციალურ ქსელში, წერს:

სანამ შვებულებაში ვარ, ორიოდ ბინძურ პროპაგანდისტულ არხსა და სამიოდ ბინძურ ტროლ-ბოტს რაღაც საცოდავი კამპანია წამოუწყიათ, მშვილდაძის ბინის ახალი მეპატრონე რუსიაო – ზოგადად, რა მორალზე უნდა ელაპარაკო ხალხს, ვინც პატიმრების დედებს დასცინის – ამიტომ უბრალოდ რჩევას მოგცემთ პროპაგანდის ჭანჭიკებს და გამოგადგებათ მალე საკმაოდ ეს რჩევა – თვეობით აუღებელი ხელფასით გადაუხდელი იპოთეკა რომ დაგიგროვდებათ და სახლს გაგიყიდიან – მყიდველის ეროვნების გრაფაში ჩაწერეთ ჩეხი:
ნუ, შეგიძლიათ პაჭანიკიც ჩაწეროთ, არაა შეზღუდვები თურმე:
და რაზე იფიქრეთ იცით – ამ აყვავებულ ქვეყანაში უძრავი ქონების მყიდველი რომ 90 პროცენტი რუსია – ეს როგორ დაგვემართა – აი, ამაზე იფიქრეთ, ვისაც ფიქრის გარეშე ცხოვრება არ შეგიძლიათ.
ჩემზე არ ინერვიულოთ – ჩვენ ყველაფერს გავუძლებთ და გადავიტანთ, ზოგიერთი რეჟისორ-პასტანოვშიკის პირადი თუქსუსისგან განსხვავებით.
ცნობისთვის, სამთავრობო მედიებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ მიშა მშვილდაძემ ბინა რუსეთის მოქალაქეზე გაასხვისა.

The post “თვეობით აუღებელი ხელფასით გადაუხდელი იპოთეკა რომ დაგიგროვდებათ და სახლს გაგიყიდიან…” – მიშა მშვილდაძე appeared first on .


მსგავსი