უკანა სავარძელზე უსაფრთხოების ღვედის გამოყენება შესაძლოა სავალდებულო გახდეს
საქართველოს მთავრობის 2026-2030 წლების საგზაო უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგიის თანახმად, ავტომობილის უკანა სავარძელზე უსაფრთხოების ღვედების გამოყენება შესაძლოა სავალდებულო გახდეს. “კვლევების მიხედვით, უკანა სავარძელზე მყოფი მგზავრების მიერ უსაფრთხოების ღვედის გამოყენება მნიშვნელოვან როლს ასრულებს როგორც თავად აღნიშნული მგზავრების, ისე წინა სავარძელზე მყოფი პირების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვაში. ამდენად, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ავტომობილის უკანა სავარძელზე უსაფრთხოების ღვედების გამოყენების სავალდებულო წესის დამკვიდრება და მისი შესაბამისი რეგულირება” – წერია საგზაო უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგიაში. ახალი წესის დასამკვიდრებლად სახელმწიფოს მიერ კომპლექსური ნაბიჯების გადადგმა იგეგმება. კერძოდ, შეიქმნება შესაბამისი ნორმატიული ბაზა, უზრუნველყოფილი იქნება ეფექტური აღსრულების მექანიზმები და პარალელურად განხორციელდება საინფორმაციო-სოციალური… The post უკანა სავარძელზე უსაფრთხოების ღვედის გამოყენება შესაძლოა სავალდებულო გახდეს appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →