ევროკომისია რუსეთში პარტია „იაბლოკოს“ არჩევნებიდან მოხსნას ეხმაურება
ევროკომისიის პრესსპიკერმა ანიტა ჰიპერმა მკაცრად გააკრიტიკა რუსეთის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც ოპოზიციური პარტია „იაბლოკო“ სახელმწიფო დუმის არჩევნებიდან მოიხსნა. ჰიპერის თქმით, ეს ფაქტი კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ რუსეთი ფუნდამენტურ თავისუფლებებს ზღუდავს და ოპოზიციაზე ზეწოლას აგრძელებს. ევროკომისიის წარმომადგენლის განცხადებით, კრემლი შიშით მოქმედებს და პოლიტიკური ოპოზიციის გაჩუმებით ცდილობს ჩაახშოს ნებისმიერი შიდა ხმა, რომელიც უკრაინის წინააღმდეგ ომს აკრიტიკებს. სასამართლო პროცესი პარტია „როდინას“ სარჩელის საფუძველზე გაიმართა. ნაციონალისტური გაერთიანება „იაბლოკოს“ უცხოურ დაფინანსებას, საავტორო უფლებების დარღვევასა და ექსტრემისტულ მოძრაობებთან კავშირს ედავებოდა, რაც სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა. The post ევროკომისია რუსეთში პარტია „იაბლოკოს“ არჩევნებიდან მოხსნას ეხმაურება appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →