სიახლე

,,ზაპოროჟიეზე დარტყმა ჩრდილოეთ კორეის ბალისტიკური რაკეტებითა და „ცირკონებით“ განხორციელდა” – ზელენსკი

მედიაცენტრი

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთმა ზაპოროჟიეზე იერიში ჩრდილოეთ კორეის ბალისტიკური რაკეტებით, „ცირკონებითა“ და მართვადი საჰაერო ბომბებით მიიტანა. მისი თქმით, ეს იყო სასტიკი თავდასხმა, რომელიც სამოქალაქო ინფრასტრუქტურისთვის მაქსიმალური ზიანის მიყენებაზე იყო გათვლილი. პრეზიდენტის ცნობით, კიევში სარაკეტო დარტყმამ ინფექციური საავადმყოფო და ბიზნეს ობიექტები დააზიანა, ხოლო ხერსონსა და ხარკოვში ქვესადგურების დაბომბვამ ელექტროენერგიის გათიშვა გამოიწვია. იერიშები ასევე განხორციელდა დონეცკის, დნეპრისა და ნიკოლაევის ოლქებზე. რუსეთმა რაკეტებთან ერთად 120-ზე მეტი დრონი გამოიყენა, რომელთა უმეტესობაც რეაქტიული ძრავებით აღჭურვილი „შაჰედი“ იყო. ზელენსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ბალისტიკური რაკეტების წარმოების გაზრდა, ჩრდილოეთ კორეული შეიარაღების იმპორტი და ახალი მობილიზაციისთვის… The post ,,ზაპოროჟიეზე დარტყმა ჩრდილოეთ კორეის ბალისტიკური რაკეტებითა და „ცირკონებით“ განხორციელდა” – ზელენსკი appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი