სურსათის ეროვნულმა სააგენტომ წალკაში ნედლი რძის გადამმუშავებელი არარეგისტრირებული საწარმო გამოავლინა.
“ქვემო ქართლის დეპარტამენტის ინსპექტორებმა, სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში ინდივიდუალური მეწარმე გ. მ. -ის (მისამართი: წალკა, სოფელი ახალშენი) კუთვნილი რძის გადამმუშავებელი საწარმო შეამოწმეს. ინსპექტირებისას ობიექტზე დაფიქსირდა კრიტიკული შეუსაბამობები, სურსათის უვნებლობის სავალდებულო მოთხოვნების და ჰიგიენური ნორმების დარღვევა. ამასთან, ბიზნესოპერატორი სააგენტოს სავალდებულო აღიარებისა და ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე საქმიანობდა.
კანონმდებლობის შესაბამისად, მეწარმე დაჯარიმდა და საწარმოო პროცესი შეუჩერდა.
მომხმარებლის ინტერესების დაცვის მიზნით, სურსათის ეროვნული სააგენტო სახელმწიფო კონტროლს მთელი ქვეყნის მასშტაბით ყოველდღიურ რეჟიმში ახორციელებს”,_ აცხადებს სურსათის ეროვნული სააგენტო.
The post სეს-მა ნედლი რძის არარეგისტრირებული საწარმო გამოავლინა და საქმიანობა შეუჩერა appeared first on გურია ნიუსი.