სააგენტო "პარალელი"
“შეგახსენებთ, რომ ბიძინა ივანიშვილის აზრით, პირველი საპრეზიდენტო ვადისას, სააკაშვილი კარგი მმართველი იყო” – ზაზა ბიბილაშვილი
ჭავჭავაძის კვლევითი ცენტრის დამფუძნებელი ზაზა ბიბილაშვილი კონკრეტულ ფაქტებს შეახსენებს მმართველ პარტიას და მათ მხარდამჭერებს:
“როდესაც ქოცები სააკაშვილის ხელისუფლებას “გარედან თავსმოხვეულს” უწოდებენ, უნდა გვახსოვდეს, 2004 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში, რომლითაც სააკაშვილი ხელისუფლებაში მოვიდა, მან თითქმის 1,9 მილიონი(!) ხმა მიიღო, რაც შეუდარებლად მეტია იმ მითიურ რიცხვზე, ქოცები რომ ჩემულობენ საკუთარი ლეგიტიმაციისთვის.
აქვე შეგახსენებთ, რომ არავის არასდროს ეჭვქვეშ არ დაუყენებია 2004 წლის საპრეზიდენტო არჩევნების ლეგიტიმურობა. შესაბამისად, ქოცპროპაგანდა, რომ სააკაშვილი “გარედან იყო დასმული”, არის მინიმუმ მილიონ ცხრაასი ათასი ქართველის შეურაცხყოფა და იმის ლაპარაკი, რაც აწყობს რუსს, ანუ ოკუპანტს, ანუ მტერს.
იმასაც შეგახსენებთ, რომ ბიძინა ივანიშვილის აზრით, პირველი საპრეზიდენტო ვადისას – ანუ მაშინ, როცა მოხდა გირგვლიანის, ვაზაგაშვილის და რობაქიძის შემთხვევები – სააკაშვილი კარგი მმართველი იყო. იმდენად კარგი, რომ ივანიშვილი სოროსის სახელს ამოფარებული აფინანსებდა მის ხელისუფლებას (თავად მოყვა).
გმადლობთ, ბრიფინგი დასრულებულია“, – წერს ზაზა ბიბილაშვილი სოციალურ ქსელში.
“შეგახსენებთ, რომ ბიძინა ივანიშვილის აზრით, პირველი საპრეზიდენტო ვადისას, სააკაშვილი კარგი მმართველი იყო” – ზაზა ბიბილაშვილი
პარალელი