რა შემთხვევაში არ იქნება სასკოლო ფორმის ტარება სავალდებულო? -მინისტრის განმარტება
მოსწავლეები, რომლებსაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სასკოლო ფორმის ტარება არ შეუძლიათ, შესაბამისი სამედიცინო ცნობის წარდგენის შემთხვევაში აღნიშნული ვალდებულებისგან გათავისუფლდებიან. ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, გივი მიქანაძემ გავრცელებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა. მინისტრის განმარტებით, იმ შემთხვევაში, თუ მოსწავლე სკოლაში ფორმის გარეშე გამოცხადდება, ადმინისტრაცია მიზეზებს მშობელთან კომუნიკაციით დაადგენს. „თუ ბავშვს ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ შეუძლია ფორმის ტარება, მშობელი წარმოადგენს შესაბამის სამედიცინო ცნობას, რის საფუძველზეც მოსწავლე თავისუფლდება ფორმის ტარებისგან და მას მხოლოდ შინაგანაწესით დადგენილი ჩაცმის წესის დაცვა მოეთხოვება. თითოეული ასეთი შემთხვევა განიხილება ინდივიდუალურად, ბავშვის ჯანმრთელობისა და საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით“, – აღნიშნა გივი მიქანაძემ.… The post რა შემთხვევაში არ იქნება სასკოლო ფორმის ტარება სავალდებულო? -მინისტრის განმარტება appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →