შინაგან საქმეთა სამინისტრომ 1973 წლიდან 2026 წლის ივნისის ჩათვლით უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა ოფიციალური სტატისტიკა გამოაქვეყნა, რომელიც მოიცავს როგორც მრავალწლიან ჯამურ მონაცემებს, ისე მიმდინარე წლის პირველი ნახევრის (იანვარი – ივნისი) მაჩვენებლებს.
სტატისტიკის თანახმად, 2026 წლის 6 თვის განმავლობაში გურიის რეგიონში უგზო-უკვლოდ დაკარგვის 2 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამავე პერიოდში რეგიონში არცერთი დაკარგული პირის იდენტიფიცირება/პოვნა არ მომხდარა (0 მოიძებნა).
ჯამური სტატისტიკა გურიის რეგიონისთვის (1973 წლის 1 იანვრიდან – 2026 წლის 30 ივნისამდე):
სულ დარეგისტრირდა დაკარგულად: 105 პირი;
სულ მოიძებნა: 90 პირი;
ამ დრომდე დარჩა მოსაძებნი: 15 პირი (მათ შორის 13 პირი 2025 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით ირიცხებოდა ნაშთად, ხოლო 2 პირი 2026 წლის პირველ ნახევარში დაემატა).
სრულიად საქართველოს მასშტაბით, 2026 წლის იანვარ-ივნისში დაკარგულად 41 პირი გამოცხადდა, ხოლო ამავე პერიოდში მოიძებნა 25 პირი. დღეის მდგომარეობით, ქვეყნის მასშტაბით ძებნაში სულ 1 017 ადამიანი იმყოფება.
The post რამდენი ადამიანი იძებნება გურიაში? – უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ახალი ოფიციალური სტატისტიკა appeared first on გურია ნიუსი.