სიახლე

იტალიასა და კანადაში ტყის ხანძრებს ებრძვიან

მედიაცენტრი

იტალიაში ტყის ხანძარი გავრცელდა. ცეცხლი ქალაქ ტინიალეში, გარდას ტბასთან მდებარე ფერდობებს მოედო. ახლომდებარე სააგარაკე დასახლებიდან სავალდებულო ევაკუაცია განხორციელდა. მეხანძრე მაშველებთან ერთად ხანძრის ჩაქრობის ოპერაციაში მოხალისეებიც ჩაერთნენ. ტყის მასშტაბურ ხანძრებს ისევ ებრძვიან კანადაშიც. სამერლენდის ოლქში ათასობით მოქალაქის ევაკუაცია გახდა აუცილებელი. რეგიონში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. მედიის ცნობით, კანადაში ტყის ხანძრებმა დაახლოებით 5 ათასი ჰექტარი მოიცვა. სტიქიის ზონაში 1500-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი მუშაობს. The post იტალიასა და კანადაში ტყის ხანძრებს ებრძვიან appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი