სიახლე

“უჰ, თქვენს დაკომპლექსებულ და მიუღწეველ არაცნობიერ “სურვილებს” რა ვუთხარი, “მანიაკებად” და პოტენციურ მკვლელებად რომ გაქციათ” – თაკო ჩარკვიანი

პარალელი

სააგენტო "პარალელი" “უჰ, თქვენს დაკომპლექსებულ და მიუღწეველ არაცნობიერ “სურვილებს” რა ვუთხარი, “მანიაკებად” და პოტენციურ მკვლელებად რომ გაქციათ” – თაკო ჩარკვიანი ეკა კუპატაძისა და მისი გარდაცვლილი შვილის, გიგა ავალიანის მიმართ დაფიქსირებულ მძიმე პოზიციებს მწვავე შეფასებებით ეხმაურება პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, პარტია “კანონი და სამართლის” თავმჯდომარე, თაკო ჩარკვიანი: “ვინც ამ ქალბატონს – შვილმოკლულ ეკა კუპატაძეს და მის, გამეტებით მოკლულ შვილს თავს ესხმით, ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე, თან მტკიცებულებითი ფორმით აკეთებთ ამ სიბინძურეს, უთუოდ პასუხი უნდა მოგეთხოვოთ და მჯერა, რომ […] “უჰ, თქვენს დაკომპლექსებულ და მიუღწეველ არაცნობიერ “სურვილებს” რა ვუთხარი, “მანიაკებად” და პოტენციურ მკვლელებად რომ გაქციათ” – თაკო ჩარკვიანი პარალელი

პირველწყარო →

სააგენტო "პარალელი"
“უჰ, თქვენს დაკომპლექსებულ და მიუღწეველ არაცნობიერ “სურვილებს” რა ვუთხარი, “მანიაკებად” და პოტენციურ მკვლელებად რომ გაქციათ” – თაკო ჩარკვიანი

ეკა კუპატაძისა და მისი გარდაცვლილი შვილის, გიგა ავალიანის მიმართ დაფიქსირებულ მძიმე პოზიციებს მწვავე შეფასებებით ეხმაურება პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, პარტია “კანონი და სამართლის” თავმჯდომარე, თაკო ჩარკვიანი:

“ვინც ამ ქალბატონს – შვილმოკლულ ეკა კუპატაძეს და მის, გამეტებით მოკლულ შვილს თავს ესხმით, ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე, თან მტკიცებულებითი ფორმით აკეთებთ ამ სიბინძურეს, უთუოდ პასუხი უნდა მოგეთხოვოთ და მჯერა, რომ ასეც იქნება, რადგან ასეთი უმძიმესი დანაშაულის, ცილისწამებლურად “იარლიყის” მიწებება, არ არის სიტყვის თავისუფლება, არამედ დანაშაულია გამოკვეთილი, იურიდიულადაც ასეა და მორალურადაც!!!

სულ ნუ გაიხრწნებით ვითომ “ლიბერალურ მანტიას” ამოფარებულნი. ლიბერალი დიდი ილია იყო ჭავჭავაძე, კოსმოპოლიტი კი დიდი ვაჟა ფშაველა… თქვენ, არ ვიცი რა წარმონაქმნი ხართ. ლიბერალები რომ არ ხართ ფაქტია.

უფრო, ან შეგდებული პროვოკატორი, ან ამბიციური კრეტინი, ან უბრალოდ დაკომპლექსებული არარაობა, რომელსაც სურვილი აქვს რაიმეთი დაამახსოვროს თავი საზოგადოებას და ლორწოს და შხამს აფურთხებს (სხვა ვერაფერი შეუძლია) ჰოდა მაინც არ დარჩებით, ლორწოც და შხამიც ბოლოს ირეცხება-გადაირეცხება, ხოლო შვილმკვდარ დედას შხამითაც ვეღარ მოკლავთ, მკვდარია უკვე, იმ დღეს მოკვდა, როცა მის ტვინით გატენილ შვილს ტვინი გაასხმევინეს მკვლელებმა, ახლა თქვენ აგრძელებთ იმ მკვლელობას ცილისმწამებლური ტალახის სროლით – დაბრალებით, რაიმე მტკიცებულება არ გაგაჩნიათ – ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე, ასეთი ბრალდება – ეგ იგივე მკვლელობაა!!!

უჰ, თქვენს დაკომპლექსებულ და მიუღწეველ არაცნობიერ “სურვილებს” რა ვუთხარი, “მანიაკებად” და პოტენციურ მკვლელებად რომ გაქციათ.

ტფუ!” – წერს თაკო ჩარკვიანი სოციალურ ქსელში.

“უჰ, თქვენს დაკომპლექსებულ და მიუღწეველ არაცნობიერ “სურვილებს” რა ვუთხარი, “მანიაკებად” და პოტენციურ მკვლელებად რომ გაქციათ” – თაკო ჩარკვიანი
პარალელი


მსგავსი