სიახლე

,,სერბეთი უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას მხარს უჭერს” – ვუჩიჩი

მედიაცენტრი

სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდრ ვუჩიჩმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ სერბეთი უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას მხარს უჭერს. „ჩვენ მხარს ვუჭერთ გაერო-ს წესდებას, მის რეზოლუციებს და ეს გაერო-ს ყველა წევრის ტერიტორიულ მთლიანობას, მათ შორის უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასაც ნიშნავს. ასევე, ჩვენ უკრაინის მადლობელი ვართ, სერბეთის რესპუბლიკის ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის. რაც შეგვეხება ჩვენ, ამ პრინციპულ პოლიტიკას გავაგრძელებთ. ამ საკითხში არავითარი „მაგრამ“ არ არსებობს“, – განაცხადა სერბეთის პრეზიდენტმა. ასევე, მისი თქმით, უკრაინას შეუძლია ევროკავშირისკენ გზაზე სერბეთის მხარდაჭერის იმედი ჰქონდეს. „გვსურს, რომ უკრაინამ მოლაპარაკებების ყველა კლასტერი რაც შეიძლება მალე გახსნას და დახუროს, რადგან… The post ,,სერბეთი უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას მხარს უჭერს” – ვუჩიჩი appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი