
მარნეულის მუნიციპალიტეტის სპორტული სკოლის სპორტსმენებმა ბათუმში გამართულ „ბათუმის უშუს ღია საერთაშორისო ტურნირზე“ წარმატებით იასპარეზეს და ორი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.
საერთაშორისო ტურნირი 31 ივლისიდან 3 აგვისტოს ჩათვლით გაიმართა და მასში სხვადასხვა ქვეყნის სპორტსმენები მონაწილეობდნენ.
„უშუ-სანდას“ სახეობაში მარნეულის მუნიციპალიტეტს შემდეგი სპორტსმენები წარმოადგენდნენ:
80 კგ წონითი კატეგორია
ისნარ ჰუსეინოვი, III ადგილი;
56 კგ წონითი კატეგორია – აგილ ახმედოვი, III ადგილი.
პირადი მწვრთნელები – ფაიკ მამედოვი და მუშფიგ ალიევი.
