9 აგვისტოს, შეკვეთილის „მუსიკოსთა პარკში“ „ჩაის ფესტივალი“ უნდა გამართულიყო. თუმცა, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ფესტივალი აღნიშნულ დღეს აღარ ჩატარდება.
„ძვირფასო ოზურგეთელებო და ჩვენი ქალაქის სტუმრებო, გაცნობებთ, რომ 9 აგვისტოს შეკვეთილის „მუსიკოსთა პარკში“ დაგეგმილი ქართული ჩაის ფესტივალი მოსალოდნელი უამინდობის გამო გადაიდო. ღონისძიების ჩატარების ახალ თარიღსა და დროზე დეტალურ ინფორმაციას უახლოეს პერიოდში შეგატყობინებთ“, — აღნიშნულია მერიის განცხადებაში.
„ჩაის ფესტივალის“ ორგანიზებისთვის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიას ტენდერი ჰქონდა გამოცხადებული. მასში მონაწილეობა ხუთმა კომპანიამ მიიღო, გამარჯვებული კი შპს „გეოპროფი“ გახდა, რომელმაც 67 000-ლარიანი პროექტი წარადგინა. აღსანიშნავია, რომ მუნიციპალიტეტის მერიას ამ ღონისძიებისთვის სულ 86 900 ლარი ჰქონდა გამოყოფილი.
The post „ჩაის ფესტივალის“ ჩატარების თარიღი შეიცვალა — რა გახდა გადადების მიზეზი appeared first on გურია ნიუსი.