თურქეთმა, საუდის არაბეთმა და პაკისტანმა თავდაცვის შეთანხმება გააფორმეს
თურქეთმა, საუდის არაბეთმა და პაკისტანმა სამმხრივ თავდაცვის შეთანხმებას მოაწერეს ხელი. ცერემონია საუდის არაბეთის ქალაქ მექაში გაიმართა. დოკუმენტს ხელი თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა, საუდის არაბეთის მემკვიდრე პრინცმა მოჰამედ ბინ სალმანმა და პაკისტანის პრემიერ-მინისტრმა შაჰბაზ შარიფმა მოაწერეს. შეთანხმების მთავარი პრინციპის თანახმად, სამი სახელმწიფოდან რომელიმეზე განხორციელებული შეიარაღებული თავდასხმა აღქმული იქნება, როგორც თავდასხმა სამივე ქვეყნის წინააღმდეგ. გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაში აღნიშნულია, რომ შეთანხმება აგრესიის ნებისმიერი ფორმისგან კოლექტიური შეკავების გაძლიერებას ისახავს მიზნად. დოკუმენტი ასევე ითვალისწინებს სამ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებას ყველა ძირითადი მიმართულებით. The post თურქეთმა, საუდის არაბეთმა და პაკისტანმა თავდაცვის შეთანხმება გააფორმეს appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →