სიახლე

ივნისში მშენებლობის ღირებულების ინდექსი წლიურად 3.9%-ით გაიზარდა – საქსტატი

მედიაცენტრი

საქსტატის ცნობით, 2026 წლის ივნისში მშენებლობის ღირებულების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 0.9%-ით, ხოლო გასული წლის ივნისთან შედარებით 3.9%-ით გაიზარდა. თვიური ზრდა ძირითადად მშენებლობის სექტორში ხელფასების 5.4%-იანმა მატებამ განაპირობა. რაც შეეხება წლიურ მაჩვენებელს (3.9%), ის უმეტესწილად საწვავის, ტრანსპორტირებისა და ელექტროენერგიის ხარჯების 16.6%-იანმა ზრდამ გამოიწვია. სეგმენტების მიხედვით, წინა წლის ივნისთან შედარებით, საცხოვრებელი მშენებლობის ინდექსი 3.5%-ით, ხოლო სამოქალაქო მშენებლობის 5.8%-ით გაიზარდა. საქსტატის ანგარიშით, 2022 წლის თებერვალთან შედარებით მშენებლობის ღირებულება ჯამში 29.3%-ით არის გაზრდილი. The post ივნისში მშენებლობის ღირებულების ინდექსი წლიურად 3.9%-ით გაიზარდა – საქსტატი appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი