,,რუსეთი პორტებსა და გემებზე თავდასხმით 2022 წლის სცენარის გამეორებას ცდილობს” – სიბიგა
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ ანდრეი სიბიგას განცხადებით, რუსეთი უკრაინის პორტებსა და საზღვაო დერეფანში სამოქალაქო გემებზე იერიშებით 2022 წლის სცენარის გამეორებასა და სურსათის გლობალური კრიზისის პროვოცირებას ცდილობს. დიპლომატის თქმით, 2022 წელს პორტების ბლოკადის გამო სურსათის ფასების ინდექსი 25%-ით გაიზარდა, რამაც მილიონობით ოჯახში საკვების დეფიციტი გამოიწვია. „მსოფლიოსთვის შედეგები შეიძლება ისეთივე მძიმე იყოს, როგორც 2022 წელს იყო. მოვუწოდებთ დაზარალებულ რეგიონებსა და ქვეყნებს, ხმა აიმაღლონ, ხოლო საერთაშორისო საზოგადოებას – გაზარდოს ზეწოლა მოსკოვზე, რათა შეწყდეს თავდასხმები შავ ზღვაში ნავიგაციის თავისუფლებასა და გლობალურ სასურსათო უსაფრთხოებაზე“, – განაცხადა სიბიგამ. The post ,,რუსეთი პორტებსა და გემებზე თავდასხმით 2022 წლის სცენარის გამეორებას ცდილობს” – სიბიგა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →