ინდოელმა მაშველმა გველს ხელოვნური სუნთქვა ჩაუტარა და გადაარჩინა
ინდოეთში, გუჯარათის შტატში, ადგილობრივმა მაშველმა მუკეშ ვაიადმა გველს ხელოვნური სუნთქვა ჩაუტარა და, მისი თქმით, სიცოცხლე გადაარჩინა. ინციდენტი მას შემდეგ მოხდა, რაც არაშხამიანი ვირთხის გველი ელექტრობოძზე აცოცდა და მაღალი ძაბვის სადენს შეეხო. დენის დარტყმის შედეგად ქვეწარმავალი დაახლოებით 4–5 მეტრის სიმაღლიდან მიწაზე ჩამოვარდა და უგონოდ დარჩა. ადგილზე მყოფმა ფერმერებმა დახმარებისთვის მუკეშ ვაიადს მიმართეს, რომელიც უკვე ათ წელზე მეტია გველების გადარჩენით არის დაკავებული და შესაბამისი მომზადებაც გავლილი აქვს. მაშველმა გველი შეამოწმა, პირი გაუხსნა და ხელოვნური სუნთქვის ჩატარება დაუწყო. მისი თქმით, პერიოდულად ასევე გულმკერდის მიდამოს მსუბუქად ასტიმულირებდა. თითქმის 30 წუთის განმავლობაში გაგრძელებული მცდელობის შემდეგ… The post ინდოელმა მაშველმა გველს ხელოვნური სუნთქვა ჩაუტარა და გადაარჩინა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →