ევროპელმა და რუსმა ყოფილმა მაღალჩინოსნებმა უკრაინის შესახებ მოლაპარაკებები გამართეს
ევროპელმა და რუსმა ყოფილმა მაღალჩინოსნებმა უკრაინაში მიმდინარე ომთან დაკავშირებით მოლაპარაკებები გამართეს. მედიის ცნობით, დიდი ბრიტანეთის, გერმანიის, საფრანგეთისა და რუსეთის ყოფილ მაღალჩინოსნებს შორის შეხვედრა გასულ თვეში, ვენაში შედგა. შეხვედრაში მონაწილეობდნენ დიდი ბრიტანეთის ყოფილი ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველი ტიმ ბაროუ, გერმანიის ყოფილი სახელმწიფო მდივანი მარკუს ედერერი და ფრანგი დიპლომატი პიერ ვიმონტი. რუსეთის მხრიდან მონაწილეთა ვინაობა წყაროებმა არ გასაჯაროეს. გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ აღნიშნული მოლაპარაკებების შესახებ ინფორმაციას არ ფლობენ და შეხვედრა უწყების სახელით ან მასთან კოორდინაციით არ ჩატარებულა. The post ევროპელმა და რუსმა ყოფილმა მაღალჩინოსნებმა უკრაინის შესახებ მოლაპარაკებები გამართეს appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →