თურქეთი რუსეთსა და უკრაინას შავ ზღვაში უსაფრთხოების უზრუნველყოფისკენ მოუწოდებს
თურქეთი რუსეთსა და უკრაინას მოუწოდებს, მიიღონ ზომები შავ ზღვაში ნაოსნობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. „როიტერის“ ცნობით, ანკარის მხრიდან ეს მოწოდება მას შემდეგ გაჟღერდა, რაც რუსეთის ნოვოროსიისკის პორტთან ახლოს დრონით განხორციელებული თავდასხმის შედეგად თურქული სატვირთო გემი დაზიანდა, რასაც ეკიპაჟის სამი წევრის მძიმედ დაშავება მოჰყვა. თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ანკარა სერიოზულად არის შეშფოთებული შავ ზღვაში სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გამო. უწყებაში ასევე აღნიშნეს, რომ ყურადღებით აკვირდებიან დაშავებული მოქალაქეების ჯანმრთელობის მდგომარეობას. თურქული მხარის ინფორმაციით, სატვირთო გემს, რომელიც თურქეთისკენ მიემართებოდა, რუსეთის შავი ზღვის სანაპიროსთან დაესხნენ თავს. იერიშის შედეგად ბორტზე ხანძარი გაჩნდა. ეკიპაჟის 22-ვე წევრის ევაკუაცია წარმატებით… The post თურქეთი რუსეთსა და უკრაინას შავ ზღვაში უსაფრთხოების უზრუნველყოფისკენ მოუწოდებს appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →