სიახლე

შსს: სამეგრელოს პოლიციამ უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები ამოიღო – დაკავებულია 4 პირი

GuriaNews

სამეგრელოს პოლიციამ უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები ამოიღო – დაკავებულია 4 პირი. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. “შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ჩატარებული საპოლიციო ღონისძიების შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით, 4 პირი დააკავეს. სამართალდამცველებმა დაკავებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღეს 3 პისტოლეტი, გადაჭრილი სანადირო თოფი, […] The post შსს: სამეგრელოს პოლიციამ უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები ამოიღო – დაკავებულია 4 პირი appeared first on გურია ნიუსი.

პირველწყარო →

სამეგრელოს პოლიციამ უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები ამოიღო – დაკავებულია 4 პირი. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

“შინაგან საქმეთა სამინისტროს  სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ჩატარებული საპოლიციო ღონისძიების შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით, 4 პირი დააკავეს.

სამართალდამცველებმა დაკავებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღეს 3 პისტოლეტი, გადაჭრილი სანადირო თოფი, მჭიდები და საბრძოლო ვაზნები. ერთ-ერთი დაკავებულისგან, ასევე, ამოღებულია ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანა“.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე და 260-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს”,_ აცხადებს შინაგან საქმეთა სამინისტრო.

The post შსს: სამეგრელოს პოლიციამ უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები ამოიღო – დაკავებულია 4 პირი appeared first on გურია ნიუსი.


მსგავსი