სიახლე
რუსეთში, სარატოვის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანასა და ენგელსის აეროდრომზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა
მედიაცენტრი
რუსეთის რამდენიმე რეგიონზე დრონებით შეტევა განხორციელდა, მათ შორის სარატოვში ადგილობრივ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე და ენგელსში – აეროდრომზე. გავრცელებული ინფორმაციით, ხანძარი ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში ორ ადგილას გაჩნდა. სარატოვის ოლქის გუბერნატორმა დრონებით თავდასხმის ფაქტი დაადასტურა და განაცხადა, რომ სარატოვსა და ენგელსში სამოქალაქო ინფრასტრუქტურა დაზიანდა. უკრაინული მედია წერს, რომ სარატოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა რუსეთში ერთ-ერთი უძველესი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანაა. 2023 წლის მონაცემებით, მისი ნავთობგადამუშავების სიმძლავრე 4.8 მილიონი ტონა იყო. The post რუსეთში, სარატოვის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანასა და ენგელსის აეროდრომზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის.
გახსენი პირველწყარო.