სიახლე

სახელმწიფო უნივერსიტეტებში სწავლა სრულად უფასო არ იქნება – დადგენილება

MegaTV

საქართველოს მთავრობის მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების დაფინანსების წესი და პირობები მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა. ცნობილია, რომ სახელმწიფო უნივერსიტეტებში იმოქმედებს: ა) საბაზო დაფინანსება; ბ) სახელმწიფო დაკვეთის _ შესრულებაზე დაფუძნებული დაფინანსება, ეს უკანასკნელი მტკიცდება სამინისტროს_ მიერ, ხოლორაც შეეხება საბაზო დაფინანსებას, ის ორკომპონენტიანი იქნება: ა) პირველი კომპონენტია – გარანტირებული საბაზო დაფინანსება, რომელიც თავის მხრივ სწავლის საფასურის 50 […]

პირველწყარო →

საქართველოს მთავრობის მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების დაფინანსების წესი და პირობები მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა.

ცნობილია, რომ სახელმწიფო უნივერსიტეტებში იმოქმედებს:

ა) საბაზო დაფინანსება;

ბ) სახელმწიფო დაკვეთის _ შესრულებაზე დაფუძნებული დაფინანსება, ეს უკანასკნელი მტკიცდება სამინისტროს_ მიერ, ხოლორაც შეეხება საბაზო დაფინანსებას, ის ორკომპონენტიანი იქნება:

 

ა) პირველი კომპონენტია – გარანტირებული საბაზო დაფინანსება, რომელიც თავის მხრივ სწავლის საფასურის 50 პროცენტს ანაზღაურებს, ხოლო სწავლის _ საფასურის მეორე ნახევარი იქნება „დამსახურებაზე დაფუძნებული სახელმწიფო დაფინანსება“.

რას ნიშნავს დამსახურებაზე დაფუძნებული სახელმწიფო დაფინანსება?

 

მთავრობის დადგენილებაში განმარტებულია, რომ: მას მიიღებენ სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებელში ჩარიცხული სტუდენტები უპირობოდ _ მხოლოდ I-II სემესტრში, ხოლო შემდეგ სემესტრებში, დაფინანსების მოსაპოვებლად მათ შესაბამისი კრედიტები დასჭირდებათ:

 

„აღნიშნული კომპონენტი განკუთვნილია _ _ საბაზო დაფინანსებაზე უფლებამოსილი ყველა პირის სწავლის საფასურის _ სრული დაფინანსებისათვის საგანმანათლებლო პროგრამების ღირებულების დარჩენილი 50%-ის ოდენობით, რომელიც არ იფარება გარანტირებული საბაზო დაფინანსებით.

 

დამსახურებაზე დაფუძნებული სახელმწიფო დაფინანსება უზრუნველყოფილია საბაზო დაფინანსებაზე უფლებამოსილი ყველა პირისათვის უპირობოდ მხოლოდ სწავლების პირველი და მეორე სემესტრებისათვის, ხოლო მესამე და ყოველი მომდევნო სემესტრის_დასაფინანსებლად, შესაბამისი პირი ვალდებულია, ყოველ წინა სასწავლო სემესტრში (რომლის განმავლობაშიც პირს აქტიური სტატუსი ჰქონდა) დააგროვოს _ სრული სემესტრული დატვირთვისთვის (30 (ECTS) კრედიტი) გათვალისწინებულ კრედიტთა რაოდენობის არანაკლებ 80%-ისა.

 

თუ პირი მეორე და ყოველ _ მომდევნო სასწავლო სემესტრში ვერ დააკმაყოფილებს ამ მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, მას მომდევნო სასწავლო _ სემესტრიდან უჩერდება _ დამსახურებაზე დაფუძნებული სახელმწიფო დაფინანსება და ვალდებულია, სწავლის საფასურის ნაწილი შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამის ღირებულების 50% (რომელიც არ იფარება გარანტირებული _ საბაზო _ დაფინანსებით) დაფაროს საკუთარი _ სახსრებით“, აღნიშნულია _ მთავრობის დადგენილებაში.


მსგავსი