,,ავარიები და დაზიანებები ყველგან ხდება” – კახა კალაძე სემეკ-ის განცხადებაზე
ავარიები, დაზიანებები ყოველთვის ხდება, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ აღნიშნა სემეკ-ის განცხადებასთან დაკავშირებით, რაც 24 და 25 ივლისს საქართველოს მასშტაბით ელექტროენერგიის ავარიულად გათიშვას შეეხებოდა. კალაძის თქმით, ყოველთვის, ყველა ქვეყანაში შეიძლება მოხდეს მსგავსი შემთხვევა, მთავარი დროული რეაგირებაა. „გავიხსენებ, როცა ენერგეტიკის მინისტრი ვიყავი, იყო ასეთი შემთხვევა, როდესაც მთელ საქართველოს არ მიეწოდებოდა ელექტროენერგია, რაც უკავშირდებოდა „იმერეთის“ 500-კილოვოლტიან ელექტროგადამცემ ხაზს. ამ ტიპის შემთხვევები ყველგან ხდება, მათ შორის ევროპულ ქალაქებშიც. სამწუხაროა, თუმცა კარგია, რომ დროულად მოხდა შესაბამისი რეაგირება“, – განაცხადა კახა კალაძემ. The post ,,ავარიები და დაზიანებები ყველგან ხდება” – კახა კალაძე სემეკ-ის განცხადებაზე appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →